Thumbnail

მოუსმინეთ: The Black Keys ქავერების ალბომს Delta Kream ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი The Black Keys ქავერების ალბომს Delta Kream ავრცელებს. მუსიკოსებმა სტუდიური ჩანაწერი მისისიპის შტატში წარმოშობილი მიმდინარეობის, ჰილ ქანთრი ბლუზის პიონერ არტისტებს: ჯონ ლი ჰუკერს, არ ელ ბარნსაიდს, ჯუნიორ კიმბროს და სხვებს მიუძღვნეს. ნამუშევარი 12 კომპოზიციას აერთიანებს.

ნახეთ: The Black Keys - Going Down South

The Black Keys ოჰაიოში 2001 წელს ჩამოყალიბდა. პროექტს განსაკუთრებული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ალბომმა Brothers მოუტანა. 4 გრემის მფლობელ მუსიკოსებს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული