Thumbnail

ბრიტანული ინდი როკ ჯგუფის Bloc Party ფრონტმენი, კელე ოკერეკე, სასცენო სახელით Kele, ახალ კომპოზიციას From A Place Of Love ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეხუთე სოლო ალბომში The Waves Pt. 1 შევა, რომელიც 28 მაისს გამოიცემა. არტისტის თქმით, სიმღერის შექმნის შთაგონების წყარო ანიმაციური სერიალი She-Ra and the Princesses of Power გახდა.

მოუსმინეთ: Kele - Nineveh

მოუსმინეთ: Kele - Smalltown Boy

კელე ოკერეკემ შემოქმედებითი კარიერა 1999 წელს ჯგუფში Bloc Party დაიწყო. მუსიკოსს კოლექტივთან ერთად 5 ალბომი აქვს გამოცემული. 2010 წელს კი არტისტმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი The Boxer გაავრცელა. კელეს ამ დრომდე 4 დამოუკიდებელი ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული