Thumbnail

ლონდონური ჯგუფი Horsey ახალ კომპოზიციას Seahorse და მასზე შექმნილ ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ბენდის ფრონტმენის უფროსი ძმა, ცნობილი მუსიკოსი, არჩი მარშალი, ფსევდონიმით King Krule მონაწილეობს. სინგლი კოლექტივის სადებიუტო ალბომში Debonair შევა, რომელიც ივლისში გამოიცემა.

Horsey ქინგ ქრულის უმცროსმა ძმამა, ჯეკმა 2017 წელს შექმნა. კოლექტივს ამ დრომდე რამდენიმე სინგლი აქვს გამოცემული, ამჟამად კი სადებიუტო ალბომზე Debonair მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული