Thumbnail

Young Thug-მა რჩეული ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეფრი ლამარ უილიამსი, ფსევდონიმით Young Thug, პოდკასტის The Million Dollaz Worth of Game სტუმარი გახლდათ. სხვადასხვა თემაზე საუბრისას მუსიკოსმა ფავორიტი თანამედროვე რეპერები დაასახელა.

ნახეთ: Young Thug-მა და Gunna-მ ტრეკზე Paid the Fine კლიპი ციხეში გადაიღეს

"პირველი იქნება ჩემი ლეიბლის YSL Records ყველა წევრი, შემდეგ ლილ ბეიბი, ლილ უზი ვერტი, დრეიქი. მეხუთე Future ან 21 Savage. თუ ტექსტზე ვფოკუსირდებით, დავასახელებდი ქენდრიქ ლამარს, ჯეი ქოულს ან ბასს. მაგრამ მეხუთე ადგილს მაინც ქანიე ვესთსს ვარგუნებ", - ამბობს Young Thug.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა. ამასთან, ის ლეიბლის YSL Records დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული