Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ფილმის Respect თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Respect თრეილერი გავრცელდა. რეჟისორ ლისლ თომის ნამუშევარში სოულის დედოფალს მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ჰადსონი ასახიერებს, რომელიც ამ როლზე გარდაცვალებამდე თავად არეტამ შეარჩია. სურათში მუსიკოსის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ იქნება მოთხრობილი. მისი პრემიერა 13 აგვისტოს გაიმართება.

ჯენიფერ ჰადსონის გარდა, ფილმში ფორესტ უიტეკერი, ოდრა მაკდონალდი, ტიტუს ბერჯესი და სხვები მონაწილეობენ.

არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს 76 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული