Thumbnail

Moby კომპოზიციის God Moving Over The Face Of The Waters საორკესტრო ვერსიას აქვეყნებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მობიმ საკუთარი სიმღერის God Moving Over The Face Of The Waters განახლებული ვერსია გაავრცელა. ალტერნატიულ ჩანაწერში ისლანდიელი პიანისტი, ვიკინგურ ოლაფსონი მონაწილეობს. სინგლი მობის მომავალ ალბომში Reprise შევა, რომელიც მისი კომპოზიციების საორკესტრო ვერსიებს გააერთიანებს. ნამუშევარი, რომელიც არტისტმა ბუდაპეშტის სახელოვნებო ორკესტრთან ერთად ჩაწერა, გაყიდვაში 28 მაისს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: Moby კომპოზიციის The Lonely Night საორკესტრო ვერსიას აქვეყნებს

მოუსმინეთ: Moby ჰიტის Porcelain საორკესტრო ვერსიას აქვეყნებს

რიჩარდ მელვილ ჰოლი, სასცენო სახელით Moby, 1978 წლიდან მოღვაწეობს. მას კარიერის განმავლობაში 18 ალბომი აქვს გამოშვებული. საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თუ ჯგუფებთან უმუშავია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Daft Punk, Pet Shop Boys, New Order, Guns N' Roses, Metallica და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული