Thumbnail

დომინიკელმა მუსიკოსმა Twin Shadow ახალი კომპოზიცია Alemania და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მეხუთე, პროექტისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 9 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: Twin Shadow - Alemania

ჯორჯ ლევის ჯუნიორმა, სასცენო სახელით Twin Shadow, მუსიკალური კარიერა 2000 წელს დაიწყო. მისი კომპოზიციები ისეთ ცნობილ თამაშშია გამოყენებული, როგორიცაა Grand Theft Auto V. არტისტის შემოქმედება სინთპოპს, ინდი პოპსა და პოპ როკს აერთიანებს. მას ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული