Thumbnail

ნახეთ: დანიელ ადიკაშვილი & ნიკა გაბაძე - Pretty Good Score

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსებმა დანიელ ადიკაშვილმა და ნიკა გაბაძემ ახალი ინსტრუმენტული კომპოზიცია Pretty Good Score გაავრცელეს. ტრეკი მათ მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ჩანაწერში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გამოიცემა.

დანიელმა და ნიკამ დუეტი 2020 წელს ჩამოაყალიბეს. ამავე წელს მუსიკოსებმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Back Home (EP) გაავრცელეს. ისინი თბილისში არსებულ ჯაზ კლუბებში მოღვაწეობენ. მუსიკოსები ქართველ არტისტებთანაც თანამშრომლობენ, მათ შორის რეზო კიკნაძის ბენდთან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული