Thumbnail

Destiny's Child-ის წევრი: Survivor-ის კლიპის გადაღებებზე სიკვდილს გადავურჩით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Destiny's Child-ის ყოფილმა წევრმა, მიშელ უილიამსმა გადაცემაში Good Morning America ჩართვისას გაიხსენა, რომ ბენდის ჰიტის Survivor კლიპზე მუშაობისას, სანაპიროს სცენის გადაღებების შემდეგ, ბენდის ყველა წევრი ავად გახდა.

"ფილტვების ანთება დაგვემართა. რამდენიმე დღე ავად ვიყავით. კადრებში ჩანს, თითქოს ცხელა, არადა ვიყინებოდით. საერთოდ არაფერი გვეცვა. თან ძირითადად გამთენიისას ვმუშაობდით და ეს ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა. ფაქტობრივად, ამ კლიპის გამო სიკვდილს გადავურჩით", - იხსენებს უილიამსი.

Survivor ჯგუფმა 2001 წელს გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის რიგით მესამე, ამავე სახელწოდების ალბომშია წარმოდგენილი. ტრეკმა 2002 წელს ჯგუფის მიერ არენბის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა.

Destiny's Child ქალაქ ჰიუსტონში 1990 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა რიგით მეორე ალბომმა The Writing's on the Wall მოუტანა, რომელმაც როგორც კრიტიკოსების მოწონება, აგრეთვე კომერციული წარმატებაც დაიმსახურა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 60 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივი 2006 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული