Thumbnail

მოუსმინეთ: Moby-მ საორკესტრო ალბომი Reprise გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მობიმ ახალი, რიგით მეცხრამეტე ალბომი Reprise გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი არტისტის კომპოზიციების საორკესტრო ვერსიებს აერთიანებს. ნამუშევარში 14 ტრეკია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ მობიმ ალბომი ბუდაპეშტის სახელოვნებო ორკესტრთან და სხვადსხვა მოწვეულ მუსიკოსთან ერთად ჩაწერა.

რიჩარდ მელვილ ჰოლი, სასცენო სახელით Moby, 1978 წლიდან მოღვაწეობს. მას კარიერის განმავლობაში 19 ალბომი აქვს გამოშვებული. საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თუ ჯგუფებთან უმუშავია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Daft Punk, Pet Shop Boys, New Order, Guns N' Roses, Metallica და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული