Thumbnail

ნორვეგიული ინდი ფოლკ დუეტი Kings of Convenience ახალ კომპოზიციას Fever ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Peace or Love იქნება წარმოდგენილი, რომელიც თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 18 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Kings Of Convenience - Rocky Trail

Kings of Convenience ქალაქ ბერგენში 1999 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ დუეტმა სადებიუტო ალბომი Quiet Is the New Loud გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული