Thumbnail

როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც მოცარტი ცხოვრობდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლონდონში მდებარე სახლი, რომელიც ლეგენდარული ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საზაფხულო რეზიდენცია იყო, 2018 წელს უძრავი ქონების ბაზარზე გამოიტანეს გასაყიდად. სწორედ მაშინ გავრცელდა ინტერნეტში 12 მილიონად შეფასებული შენობის ფოტოები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სახლში დაწერა 1764 წელს მოცარტმა თავისი პირველი სიმფონია.

მოცარტის მოსწავლე: ის მოულოდნელად სკამიდან სკამზე გადახტა, თან კატასავით კნაოდა

როგორც უძრავი ქონების აგენტი, ტომ ლემბი 2018 წელს აღნიშნავდა, შენობას, რომელსაც, მისი ცნობილი მფლობელის დამსახურებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, თანამედროვე საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

"უკანასკნელი მფლობელი აქ 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ მან ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და შენობას ორი ნაგებობა შეუერთა. თავდაპირველ იერსახეს თავისი ხიბლი ჰქონდა, თუმცა, რეკონსტრუქციამ ძველმოდურ რეზიდენციას თანამედროვეობა შემატა ღია საცხოვრებელი სივრცეებისა და დიდი ზომის სამზარეულოს დამატების შედეგად",- აღნიშნავდა უძრავი ქონების აგენტი.

გეორგიანული სტილით ნაგები სახლი დაახლოებით 1730 წლით თარიღდება. 360 კვ.მ. ფართობის სახლში ხუთი საძინებელი, ექვსი სააბაზანო, ოთხი მისაღები ოთახი და კაბინეტია მოწყობილი, რომელიც 33 მეტრის სიგრძის ბაღში გადის - აქ სტუმრებისთვის ცალკე ნაგებობაა ორი საძინებლით.

ქვიზი: მოცარტი თუ ბიონსე?

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1756 წელს ზალცბურგში დაიბადა. ის ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავდა და ნამუშევრებსაც ამავე ასაკიდან ქმნიდა. ეპოქალურ არტისტს მოღვაწეობის განმავლობაში 600-ზე მეტი ნაწარმოები აქვს დაწერილი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული