Thumbnail

მელქოს 5 საყვარელი სიმღერა

მუსიკოს დავით მანჩხაშვილის, სასცენო სახელით Melqo, ხუთი საყვარელი კომპოზიცია. 

5. Cher - Believe

ეს სიმღერა ნამდვილად უსწრებს თავის დროს. გულწრფელი პოპის ნამდვილი მაგალითი!

4. Мистер Малой - Шмыг под кожу

ჩემი ბავშვობის ჯემი. კასეტაზე მქონდა მთელი ალბომი და დღეში ასჯერ ვატრიალებდი. გემოვნებიანი ქორდები და საუბრის ლაღი მანერა ძალიან აკვიატებადია. 

3. შუქი მოვიდა - ზღვა, სექსი, მზე

ეს სიმღერა თავად ამბობს ყველაფერს. "შუქი მოვიდა" - იუმორის და მელოდიურობის ხარისხიანი ნაზავი 2000-იანებიდან.

2. Eko & Vinda Folio - მე როგორც ბგერა

ჭეშმარიტად გარდამტეხი სიტყვა ქართული მუსიკის სამყაროში და არა მარტო მუსიკის. ეს სიმღერა თითოეულ ჩვენგანს პირდაპირ ელაპარაკება.

1. Melqo - უბნის ინსპექტორი

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი magnum opus. შევეცადე, მაქსიმალურად შემეგრძნო ყველა სიტყვა და მსმენელის გულთან მივახლოებულიყავი. ვფიქრობ, კარგად გამომივიდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული