Thumbnail

მაისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2021 წლის მაისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Liars - Sekwar

ამერიკელი მუსიკოსის, ანგუს ენდრიუს პროექტმა Liars ახალი კომპოზიცია Sekwar და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი "ლაიარსის" რიგით მეათე ალბომში The Apple Drop იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6 აგვისტოს გამოიცემა.

9. Evidence - Pardon Me

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ პერეტამ, ფსევდონიმით Evidence, ახალი კომპოზიცია Pardon Me და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. ჩანაწერის პროდიუსერი Animoss გახლავთ. ტრეკი დასავლელი ემსის მომავალ ალბომში Unlearning Vol. 1 შევა, რომელიც გაყიდვაში 25 ივნისს ჩაეშვება.

8. black midi - Chondromalacia Patella

ბრიტანულმა ექსპერიმენტულმა როკ ჯგუფმა black midi ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Chondromalacia Patella გამოსცა. კლიპის ავტორი ისლანდიელი რეჟისორი, ვილჰიალმურ ინგვი ჰიალმარსონი გახლავთ. ტრეკი ბენდის რიგით მეორე ალბომში Cavalcade შევიდა, რომელიც გაყიდვაში 26 მაისს ჩაეშვა.

7. Skee Mask - Testo BC Mashup

გერმანელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Skee Mask ახალი ჩანაწერი Testo BC Mashup გაავრცელა. კომპოზიცია მის ბოლო ალბომში Pool შევიდა, რომელიც მუსიკოსმა მიუნხენურ ლეიბლზე Ilian Tape მაისის დასაწყისში გამოუშვა.

6. Nine Inch Nails & HEALTH - Isn’t Everyone

ამერიკულმა ჯგუფებმა Nine Inch Nails და HEALTH ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Isn’t Everyone გაავრცელეს. ტრეკის პროდიუსინგზე ამ ორი ბენდის წევრებმა ერთობლივად იმუშავეს.

5. Mach-Hommy - Pen Rale

ნიუ ჯერსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაქ-ჰამიმ ახალი კომპოზიცია Pen Rale გამოუშვა. ტრეკი მუსიკოსის ბოლო ალბომში Pray For Haiti შევიდა, რომელიც გაყიდვაში 21 მაისს ჩაეშვა.

4. St. Vincent - Daddy's Home

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენი კლარკმა, სასცენო სახელით St. Vincent, ახალი სიმღერა Daddy's Home გაავრცელა. კომპოზიცია მის მეექვსე, ამავე სახელწოდების ალბომში არის წარმოდგენილი, რომელიც 14 მაისს გამოიცა.

3. Sharon Van Etten & Angel Olsen - Like I Used To

ამერიკელმა მუსიკოსებმა, შერონ ვან ეტენმა და ენჯელ ოლსენმა ახალი კომპოზიცია Like I Used To და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ტრეკის პროდიუსერი გრემის მფლობელი არტისტი, ჯონ კონგლტონი გახლავთ, ვიზუალური ნამუშევრის ავტორი კი რეჟისორი კიმბერლი სტაკვიშია.

2. Audiobooks - The Doll

ბრიტანულმა დუეტმა Audiobooks ახალი კომპოზიცია The Doll და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეორე ალბომში Astro Tough იქნება წარმოდგენილი, რომელიც 1 ოქტომბერს გამოიცემა.

1. Melqo - Jumbo ft. Qaji Todia

დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია Jumbo და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. მასთან ერთად სიმღერას ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი, დათო ჯიქია ასრულებს, რომელიც ფსევდონიმით Qaji Todia არის წარმოდგენილი. ნამუშევრის პროდიუსერები თავად ეს არტისტები არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული