Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების, "დრიმვილის" წევრი, ლუთერ ნიკოლსონი, ფსევდონიმით Lute, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჩრდილოკაროლინელმა რეპერმა ახალი კომპოზიცია Myself გამოაქვეყნა. მასთან ერთად კოლაბორაციულ ჩანაწერში Devn მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი Trox გახლავთ.

ნახეთ: Lute - Life

ნახეთ: Lute - GED (Gettin Every Dolla)

ლუთმა მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. მისი სოლო დისკოგრაფია დღეისთვის 2017 წლის ალბომს, ერთ მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. ლუთერი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს გაიცნო, როდესაც ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ გაერთიანებას Dreamville შეუერთდა. მუსიკოსმა მონაწილეობა კოლექტივის კომპილაციური ჩანაწერების სერიის Revenge Of The Dreamers მეორე და მესამე ნაწილებში მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული