Thumbnail

ამერიკული ფოლკ როკ ჯგუფი Woods ახალ კომპოზიციას Waiting Around For A New Me და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეთერთმეტე ალბომის Strange To Explain დელუქს ვერსიაში More Strange შევა, რომელიც 23 ივლისს გამოიცემა.

Woods ბრუკლინში 2005 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი At Rear House გამოსცა. მუსიკოსებს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული