Thumbnail

ნახეთ: რიანა იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა იტალიური Vogue-ის ივნისის ნომრის სტუმარია. 33 წლის არტისტმა საკუთარ სტილზე თავად იზრუნა, მასვე ეკუთვნის ფოტოსესიის კონცეფცია. სურათებში რირის Raf Simons-ისა და Valentino-ს სამოსი აცვია, თავზე კი Versace-ს ბენდენა და Hermès-ის შარფი აქვს მოხვეული.

ნახეთ: რიანა ჟურნალ Essence-ის ფოტოსესიაში

რიანა Savage X Fenty-ს ფოტოსესიაში $2-მილიონიანი სამკაულებით გამოჩნდა

ნახეთ: რიანა ჰიტს Diamonds ასრულებს

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული