Thumbnail

ნორვეგიულმა ბლექ მეტალ ჯგუფმა Mayhem ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Voces Ab Alta გაავრცელა. ტრეკი ბენდის მომავალ EP-ში სახელწოდებით Atavistic Black Disorder / Kommando იქნება წარმოდგენილი, რომელიც 9 ივლისს გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ სიმღერა კოლექტივმა 2019 წელს ჩაწერა, თუმცა, ის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი გახლდათ.

ნორვეგიული ბლექ მეტალის ერთ-ერთი პიონერი ბენდი Mayhem ქალაქ ოსლოში 1984 წელს ჩამოყალიბდა. ბენდი ამჟამად 5 წევრისგან შედგება. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული