Thumbnail

Linkin Park-ის ჰიტმა In The End პლატფორმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის Linkin Park ჰიტმა In The End სტრიმინგ სერვის Spotify-ზე რეკორდი დაამყარა. ის პირველი ნუ მეტალ სიმღერა გახდა, რომლის მოსმენებმაც მუსიკალურ პლატფორმაზე მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Chart Data ავრცელებს.

ნახეთ: Linkin Park-მა სიმღერის In The End დემო ვერსია გაავრცელა

Linkin Park-ის ჰიტის In the End კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპოზიციის კლიპმა იუთუბზეც დაამყარა რეკორდი. ვიდეორგოლის ნახვებმა ვებგვერდზე მილიარდს გადააჭარბა.

In The End "ლინკინ პარკის" სადებიუტო ალბომში Hybrid Theory არის წარმოდგენილი, რომელიც 2000 წელს გამოიცა. კომპოზიციამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა კოლექტივის ვოკალისტს, ჩესტერ ბენინგტონს არ უყვარდა და მისი ჩანაწერში შეტანა არ სურდა.

Linkin Park კალიფორნიაში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას სადებიუტო ალბომის Hybrid Theory გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს გრემის ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული. 2017 წელს "ლინკინ პარკის" ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული