Thumbnail

ნახეთ: EXO ახალი კომპოზიციის Don’t Fight The Feeling კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი EXO ახალ სინგლს Don't Fight the Feeling და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ამ ჩანაწერით შიუმინის, დიოსა და ჯგუფის ჩინელი წევრის, ლეის დაბრუნება შედგა, ეს უკანასკნელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდა, შიუმინმა და დიომ კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გამო აიღეს კარიერაში პაუზა. ახალგავრცელებულ სიმღერასა და ვიდეორგოლში ასევე ბექჰიონი, კაი, ჩანიოლი და სეჰუნი ვიხილეთ.

სიმღერა სპეციალურ ალბომში Don't Fight the Feeling შედის, რომელიც "ექსოს" რიგით მეშვიდე EP-ია. 7 ივნისს გავრცელებულ ჩანაწერში სულ ხუთი კომპოზიციაა წარმოდგენილი. ეს კოლექტივის პირველი ახალი ნამუშევარია 2019 წელს გამოშვებული ალბომის Obsession შემდეგ.

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თექვსმეტგზის გამარჯვებული კოლექტივი EXO სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. ჯგუფის რიგით მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა The War 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. მეექვსე ნამუშევარი Don't Mess Up My Tempo კი 2018 წელს Billboard 200-ში 23-ე ადგილზე გავიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული