Thumbnail

ნახეთ: Jessie J ახალ კომპოზიციას I Want Love ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბრიტანელი პოპვარსკვლავი, ჯესი ჯეი ორწლიანი პაუზის შემდეგ მსმენელს ახალი სინგლით I Want Love დაუბრუნდა. 33 წლის მუსიკოსმა კომპოზიცია ტექსტურ ვიდეოსთან ერთად გაავრცელა. ტრეკის ავტორებს შორის ჯესისთან ერთად ამერიკული ჯგუფის OneRepublic წევრი, რაიან თედერია მოხსენიებული. სიმღერა არტისტის რიგით მეექვსე, ჯერჯერობით უსახელო ალბომში შევა, რომლის გამოშვებაც წლის ბოლომდე იგეგმება.

შემსრულებელმა უკანასკნელი სიმღერა One More Try, რომელიც მიუზიკლის & Juliet საუნდტრეკია, 2019 წელს გაავრცელა.

ჯეიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ სინგლით Do It like a Dude გაიცნო. კარიერის განმავლობაში მას 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტმა 2012 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზეც იმღერა. 2019 წელს ჯესი საქართველოში იმყოფებოდა, შემსრულებელმა შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა. მისმა კომპოზიციამ Bang Bang, რომელსაც არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, იუთუბზე 1,6 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული