Thumbnail

ნახეთ: Slipknot-ის წევრი Clown სოლო კომპოზიციას Brainwash Love ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული მეტალ ჯგუფის, Slipknot-ის წევრი, შონ კრეიენი, იგივე Clown, სოლო პროექტით Brainwash Love, ახალ ემბიენთ კომპოზიციას Cut Throat ავრცელებს. ნამუშევარი მან ვიდეორგოლთან ერთად გამოაქვეყნა.

შონ კრეიენი, სასცენო სახელით Clown, გრემის მფლობელი მეტალ ბენდის Slipknot თანადამფუძნებელი და თავდაპირველი შემადგენლობიდან დარჩენილი უკანასკნელი წევრია. მუსიკოსს კოლექტივთან ერთად ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. Slipknot-ის პარალელურად არტისტს სამი სოლო პროექტი: To My Surpris, Dirty Little Rabbits და Brainwash Love აქვს დაფუძნებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული