Thumbnail

ნახეთ: The Rasmus-ის ვოკალისტმა Metallica-ს ჰიტი Master of Puppets შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ფინური ჯგუფის, The Rasmus-ის ვოკალისტმა, ლაური ილონენმა საკუთარი პროექტის Bedroom Sessions ფარგლებში ლეგენდარული ბენდის Metallica ჰიტის Master of Puppets ქავერ ვერსია შეასრულა.

ნახეთ: The Rasmus-ის ვოკალისტმა ჯგუფ Blind Channel-ის სიმღერა შეასრულა

Master of Puppets პოპულარული ჯგუფის Metallica ამავე სახელწოდების მქონე, რიგით მესამე ალბომში შედის, რომელიც 1986 წელს გამოქვეყნდა. ეს სიმღერა მუსიკოსებს კონცერტებზე ყველაზე მეტჯერ, 1680-ჯერ აქვთ შესრულებული.

ლაური ილონენმა კარიერა 1994 წელს დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას ჯგუფ The Rasmus-ში მოღვაწეობამ მოუტანა. ბენდთან ერთად მან 5 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. ლაურის ერთი სოლო ჩანაწერიც აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული