Thumbnail

ნახეთ: Post Malone-მა $1,6 მილიონად ბრილიანტის კბილები ჩაისვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, 12-კარატიანი ბრილიანტის ეშვები ჩაისვა, რაც 1,6 მილიონი დოლარი დაუჯდა. როგორც გამოცემა Rolling Stone წერს, ძვირფასი კბილების შექმნაზე ვარსკვლავურ წრეებში სახელგანთქმულმა სტომატოლოგმა, ტომას კონელმა, კოსმეტიკურმა სპეციალისტმა, ნაოკი ჰაიაშიმ და საიუველირო კომპანია Angel City Jewelers წარმომადგენელმა, აიზეკ ბოხურმა იმუშავეს.

ნახეთ: Post Malone-ის სახის ტატუები და მათი ისტორია

Post Malone-მა განმარტა, რატომ სჯერა უცხოპლანეტელთა არსებობის

როგორც კონელმა "როლინგ სთოუნთან" ინტერვიუში აღნიშნა, არტისტს რამდენიმე წლის წინ მედისონ სკვერ გარდენში შეხვდა, რა დროსაც მან უთხრა, რომ კბილების გაკეთებას ფიქრობდა. ფოსთმა ნახა, როგორ გამოიყურებოდა სხვა არტისტების და ათლეტების კბილებზე სტომატოლოგის მიერ დამაგრებული ძვირფასი ქვები და დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა ის მთლიანად ბრილიანტის ეშვების დამზადებას. იმის მიუხედავად, რომ კონელს ასეთი რამ წარსულში არასდროს გაეკეთებინა, მუსიკოსს დასთანხმდა.

"კბილის ფორმის ბრილიანტის დასამზადებლად, მაგალითად, თუ ექვსკარატიანი ეშვის მიღება გინდა, 12-კარატიანი თვლის დამუშავება დაგჭირდება. ასე რომ, დანაკარგი დიდია", - აღნიშნავს სპეციალისტი.

სტომატოლოგის თქმით, ბრილიანტის კბილების გასაწმენდად სპეციალური მეთოდი არ არსებობს და რეპერმა ის, უბრალოდ, დანარჩენ კბილებთან ერთად უნდა გაიხეხოს.

"მას ორი სრულად ბრილიანტის კბილი აქვს. ისინი ოთახს ანათებენ, ისე ბრწყინავენ. საოცრებაა. რამდენიმე ადამიანი ელოდებოდა, როგორი იქნებოდა შედეგი, მანამ თავადაც გაიღებდნენ მილიონებს, ასე რომ, ვნახოთ, ფოსთ მელოუნმა შესაძლოა, ახალ ტენდენციას დაუდოს დასაბამი", - აღნიშნავს კონელი.

მოუსმინეთ: Post Malone-მა კომპოზიცია Only Wanna Be with You დააქავერა

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა რიგით მესამე ალბომიც სახელად Hollywood's Bleeding.

კომენტარები

ბოლოს დამატებული