Thumbnail

ბასთა რაიმსი იხსენებს, რატომ შეასრულა მისამღერი ტრეკში I Know What You Want

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბასთა რაიმსმა და ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ იუთუბზე მათი 2003 წლის ჰიტის I Know What You Want შესახებ გადაღებული დოკუმენტური ნამუშევარი Divine: The 18 Year Anniversary Celebration გაავრცელეს, რომელშიც სიმღერის შექმნის ისტორიაა მოთხრობილი.

ნახეთ: ბასთა რაიმსისა და მერაია ქერის ჰიტის I Know What You Want გაგრძელება

როგორც აღმოჩნდა, ბასთა კომპოზიციის ცნობილი მონაკვეთის Baby, if you give to me/I'll give to you/As long as you want/You know I got it (პატარავ, თუ მომცემ, მეც მოგცემ, მანამ გენდომება, იცი, რომ მზად ვარ) შესრულებას თავად არ აპირებდა და სურდა, მერაიას მისამღერი რომელიმე მამაკაც არენბი მუსიკოსთან ერთად ემღერა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქერის საჩვენებელი ვერსია მოასმენინა, ქალმა რეპერი დაითანხმა, რომ კომპოზიციაში მისი ხმა დაეტოვებინა.

"როდესაც ჩანაწერი გავაკეთე, მას დავუკავშირდი. მერაიამ მითხრა, გამომიგზავნე, რაც გაქვს, მოვუსმენო. მე ავუხსენი, რომ მისამღერი ჩავწერე და, უბრალოდ, მისთვის იდეის მიწოდება მინდოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება იქნებოდა უმჯობესი. მსურდა, რომ მისამღერის ეს ნაწილი მამაკაც არენბი არტისტს ემღერა ქერისთან ერთად, თუმცა, როდესაც ჩემი შესრულება მოისმინა, დაიჩემა, ამ სიმღერაში შენი ხმა უნდა დარჩესო", - იხსენებს ბასთა რაიმსი.

მომღერალი კი ამბობს:

"როდესაც ბასთას სიმღერას მოვუსმინე, ვფიქრობდი - მას რა უნდა, რომ ეს ნაწილი მე შევასრულო? თუ თვითონ სურს, იმღეროს? იმ პერიოდში რეპერებისთვის დამახასიათებელი არ იყო სასიმღერო მონაკვეთების შესრულება, მაგრამ მე მომეწონა, როგორც ჟღერდა ის".

I Know What You Want რეპერის რიგით მეექვსე ალბომში It Ain't Safe No More... სინგლის სახით შევიდა და ჰიტად იქცა. მასზე გადაღებული ვიდეორგოლი 2003 წლის 17 აპრილს გავრცელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული