Thumbnail

ტრევის სკოტი: სტორმი, მიყვარხარ და კაილი, მიყვარხარ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ტრევის სკოტს ნიუ იორკში მოწყობილ ყოველწლიურ ღონისძიებაზე Parsons Benefit მოდასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. რეპერი ცერემონიაზე მილიარდერ ტელევარსკვლავ კაილი ჯენერთან და მათ საერთო შვილთან, სტორმისთან ერთად მივიდა. 2019 წლის შემდეგ, ეს ტრევისისა და კაილის პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე.

ტრევის სკოტი პასუხი, რატომ არ ყიდულობს თავის საოცნებო $14-მილიონიან ავტომობილს

ნახეთ: ტრევის სკოტმა შვილს დაბადების დღეზე ლექსი მიუძღვნა

როგორც დასავლურ მედიაში დაიწერა, რეპერმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას შვილს და ჯენერს სცენიდან მიმართა:

"სტორმი, მიყვარხარ და კაილი, მიყვარხარ".

ცნობისთვის, ორწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, 2019 წელს წყვილმა განაცხადა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში პაუზას იღებდნენ. მას შემდეგ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ მათ რომანტიკული კავშირი განაახლეს, თუმცა, აღნიშნული აქამდე არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ამასთან, ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული