Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ივ ტუმორმა ახალი კომპოზიცია Jackie და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პირველი სოლო სინგლია, რომელიც არტისტმა 2020 წლის აპრილში გამოცემული ალბომის Heaven to a Tortured Mind შემდეგ გამოაქვეყნა. ტუმორმა ტრეკზე ამერიკელ პროდიუსერთან, კრის გრიტისთან ერთად იმუშავა.

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ივ ტუმორი თბილისს ესტუმრა და კლუბში "ბასიანი" კონცერტი გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული