Thumbnail

ახალზელანდიელი ინდი ფოლკ არტისტი Aldous Harding ახალ კომპოზიციას Old Peel და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. მუსიკოსი სინგლს ამავე სიმღერის აკუსტიკურ ვერსიასთან ერთად, 7-ინჩიანი ვინილის სახით, 9 ივლისს გამოსცემს. აღსანიშნავია, რომ ოლდოს ჰარდინგი ზემოხსენებულ ტრეკს ბოლო ალბომის Designer ტურნეს განმავლობაში ხშირად ასრულებდა, თუმცა, ოფიციალური ვერსია მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.

ჰანა ტოპმა, ფსევდონიმით Aldous Harding, შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. უელსის ქალაქ კარდიფში მცხოვრებ ახალ ზელანდიელ ინდი ფოლკ შემსრულებელს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული