Thumbnail

ბრიტანული ჯგუფი The Go! Team ახალ კომპოზიციას A Bee Without Its Sting და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეექვსე ალბომში Get Up Sequences Part One შევა, რომელიც 2 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: The Go! Team - Pow

The Go! Team ქალაქ ბრაიტონში 2000 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Thunder, Lightning, Strike გამოუშვა. ბენდს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივის შემოქმედება ინდი როკს, გარაჟ როკს, ფანკსა და ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული