Thumbnail

ბილი აილიშს აზიელთა მიმართ რასიზმში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩინური ვიდეოპლატფორმის TikTok მომხმარებელმა სახელად lcxvy პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის ის ვიდეოები გააერთიანა, რომლებშიც 19 წლის არტისტი, სავარაუდოდ, აზიური აქცენტის იმიტაციას ახდენს გაურკვეველი სიტყვების წარმოთქმისას. ერთ-ერთ კლიპში კი, ამავე მომხმარებლის მტკიცებით, ამბობს სიტყვას "ჩინკი", რომელიც ინგლისურ ენაში ჩინელების, ანაც, ზოგადად, აღმოსავლეთ აზიელთა დამცინავ კონტექსტში მოსახსენიებლად გამოიყენება. ამასთან, ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ბილის ძმისა და მუსიკალური პარტნიორის, ფინიას ო’კონელის ხმაც, რომელიც "ბლექსენთზე" მოლაპარაკე დას აკრიტიკებს. ეს აშშ-ში დაბალი შემოსავლის მქონე აფროამერიკელებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი საუბრის მანერაა.

ბილი აილიშის ფრაზამ "მიყვარს გოგონები" ინტერნეტში დაბნეულობა გამოიწვია

ბილი აილიში ეხმაურება ბრალდებას, რომ იმიჯის შეცვლით ღირებულებებს უღალატა

მართალია, ვიდეოკოლაჟის ავტორს არ მიუთითებია, თუ როდის ჩაწერა ბილიმ ეს კლიპები, თუმცა, გოგონას თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მას ასეთი გარეგნობა 14 წლის ასაკში ჰქონდა. ტიკტოკზე გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც ტვიტერზეც გააზიარეს, სოციალური ქსელების მომხმარებლებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათი ნაწილი აილიშს რასიზმში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"მოიცა, ბილი აილიში აზიელ ხალხს დასცინოდა და ეს ვიდეოშია აღბეჭდილი".

"ბილი აილიშმა არაერთხელ გამოამჟღავნა რასიზმი აზიელების მიმართ, რაც მათ აბუჩად აგდებასა და აზიური ენების დაცინვაში გამოიხატებოდა. თუმცა, ამაზე არასდროს არავის უსაუბრია".

"მან ბოდიში უნდა მოიხადოს".

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არტისტის მიერ ჩაწერილი ვიდეოების ფრაგმენტები საკმარის კონტექსტს არ გვაძლევს დასკვნების გამოსატანად.

"ვნახოთ, როგორ განმარტებას გააკეთებს მანამ გადავწყვეტ, გავაგრძელო თუ არა მისი მხარდაჭერა".

მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა აღნიშნა, რომ 14 წლის ასაკში ნათქვამის გამო ბილის დღეს არ უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი, ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა დაწერა:

"რატომ ცდილობთ მის დაცვას? არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხუმრობა იყო, თუ 14 წლის ასაკში მოიქცა ასე, მაინც უნდა გააკეთოს განმარტება".

ნახეთ: ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ბილი აილიში პოპულარობამდე მღერის და უკრავს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული