Thumbnail

ნახეთ: Manic Street Preachers კომპოზიციის Orwellian კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფი Manic Street Preachers კომპოზიციაზე Orwellian გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეთოთხმეტე ალბომში The Ultra Vivid Lament იქნება წარმოდგენილი, რომელიც 3 სექტემბერს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი უელსელი რეჟისორი, კირან ევანსი გახლავთ.

Manic Street Preachers უელსში 1986 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას 1998 წლის ჩანაწერის This Is My Truth Tell Me Yours გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტები ისეთი ცნობილი ფესტივალების ჰედლაინერები იყვნენ, როგორებიცაა "გლასტონბერი" და "რიდინგი". კარიერის განმავლობაში კოლექტივმა 10 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს ამ დრომდე 13 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული