Thumbnail

ნახეთ: ჯეფ თვიდი ახალ კომპოზიციას Cold Water ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის Wilco ფრონტმენმა, ჯეფ თვიდიმ ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Cold Water გამოუშვა. მუსიკოსმა, რომელიც NBC-ის სიტკომში Parks and Recreation სკოტ ტანერის როლს ასრულებს, სიმღერა სწორედ ამ პერსონაჟის სახელით გაავრცელა. სინგლი სერიალის სხვადასხვა გმირის მიერ ჩაწერილ კომპილაციურ ალბომში The Awesome Album იქნება წარმოდგენილი. ნამუშევარი 27 აგვისტოს გამოიცემა.

ჯეფმა მუსიკალური კარიერა 1984 წელს დაიწყო. ათი წლის შემდეგ არტისტმა ალტერნატიული როკ ჯგუფი Wilco შექმნა. კოლექტივს ამ დრომდე 11 ალბომი აქვს გამოცემული, მათგან ორს გრემის პრესტიჟული ჯილდოც ერგო. პარალელურად თვიდის 4 სოლო ჩანაწერიც აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული