Thumbnail

დანიური ჯგუფი Efterklang ახალ კომპოზიციას Living Other Lives და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეექვსე ალბომში Windflowers იქნება წარმოდგენილი, რომელიც 8 ოქტომბერს გამოიცემა.

Efterklang დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 2000 წელს შეიქმნა. 2004 წელს ბენდმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Tripper გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 5 ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსების შემოქმედება ინდი ფოლკს, ინდი როკსა და დრიმ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული