Thumbnail

ამერიკულმა ინდი პოპ ჯგუფმა Slow Pulp ახალი კომპოზიცია At It Again (Again) გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ ნამუშევარში Deleted Scenes იქნება წარმოდგენილი, რომელიც 7-ინჩიანი ვინილის ფორმატით 30 ივნისს გამოიცემა. ჩანაწერი კოლექტივის მიერ სადებიუტო ალბომზე Moveys მუშაობის დროს შექმნილ სიმღერებს გააერთიანებს.

Slow Pulp შტატ ვისკონსინის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. კოლექტივი საკუთარ მუსიკას დრიმ პანკად ახასიათებს, რაც პანკის, პოპისა და ფსიქოდელიის ნაზავია. 2015 წლის შემდეგ ბენდმა სამი მინი ალბომი გაავრცელა, პირველ სრულმეტრაჟიან სტუდიურ ჩანაწერზე კი ამჟამად მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული