Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში Rolling Stone-ის ახალ ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში ჟურნალ Rolling Stone-ის ივლისი/აგვისტოს ნომრის სტუმარია. 19 წლის მუსიკოსის ფოტოები გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. იანა იაცუკის კადრებში ბილი Gucci-ის, Burberry-ს, Polo Ralph Lauren-ისა და Helmut Lang-ის სამოსშია აღბეჭდილი.

ბილი აილიშს აზიელთა მიმართ რასიზმში ადანაშაულებენ

ნახეთ: ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ბილი აილიში პოპულარობამდე მღერის და უკრავს

აღსანიშნავია, რომ ფოტოებში ბილისთან ერთად მისი ძაღლი, შარკიც ჩნდება, რომელიც მომღერალმა თავშესაფრიდან აიყვანა.

"როლინგ სთოუნმა" გადაღებებიდან კადრს მიღმა სცენების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა ინსტაგრამზე.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული