Thumbnail

ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, აიზეა რაშადი მსმენელს ახალ კომპოზიციას Headshots (4r Da Locals) სთავაზობს. ნამუშევრის პროდიუსერები Henry Was და Hollywood Cole არიან. მელანქოლიური ხასიათის მქონე ტრეკი კალიფორნიელი მუსიკოსის მომავალი ალბომის The House Is Burning ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში 200/Warning

ნახეთ: Isaiah Rashad - Lay Wit Ya

ნახეთ: Kenny Beats & Isaiah Rashad - The Cave

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული