Thumbnail

ახალგაზრდა ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქეილებ თოლივერი, ფსევდონიმით Don Toliver, განაგრძობს მომავალი ალბომის L.O.A.D. პრომოუშენს და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად სტუდიური ნამუშევრის მეორე სინგლს Drugs N Hella Melodies სთავაზობს. თოლივერის კოლაბორაციულ ჩანაწერში წარმოშობით კოლუმბიელი მუსიკოსი Kali Uchis მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები Los Hendrix და DJ Dahi არიან.

ნახეთ: Don Toliver - What You Need

დონ თოლივერმა მომავალი ალბომის L.O.A.D შესახებ ახალი დეტალები გაამხილა

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. 2019 წელს არტისტმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე სახელწოდების მქონე კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, 2020 წელს კი ლეგენდარულ ემინემთან ტრეკის No Regrets ჩაწერისას ითანამშრომლა. იმავე წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის ნაზავია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული