Thumbnail

ნახეთ: Jessie J კომპოზიციის I Want Love კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, ჯესი ჯეიმ ახალ კომპოზიციაზე I Want Love გადაღებული კლიპი გაავრცელა. 33 წლის მუსიკოსმა სინგლი ორწლიანი პაუზის შემდეგ, 11 ივნისს გამოუშვა. ჩანაწერის ავტორებს შორის ჯესისთან ერთად ამერიკული ჯგუფის OneRepublic წევრი, რაიან თედერია მოხსენიებული. ტრეკი არტისტის რიგით მეექვსე, ჯერჯერობით უსახელო ალბომში შევა, რომლის გამოშვებაც წლის ბოლომდე იგეგმება.

ჯესი ჯეიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ სინგლით Do It like a Dude გაიცნო. კარიერის განმავლობაში მას 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტმა 2012 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზეც იმღერა. 2019 წელს ჯესი საქართველოში იმყოფებოდა, შემსრულებელმა შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა. მისმა კომპოზიციამ Bang Bang, რომელსაც არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, იუთუბზე 1,6 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული