Thumbnail

შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მერილენდელმა რეპერმა, ლოჯიქმა მსმენელს მორიგი ახალი ჩანაწერი INTRO შესთავაზა. კომპოზიციის პროდიუსერი 6ix გახლავთ, რომელმაც სახელი სწორედ ლოჯიქთან ხშირი თანამშრომლობით გაითქვა.

მოუსმინეთ: Logic - Mafia Music (Prod. By Madlib)

მოუსმინეთ: Logic - Raddest Dad (Prod. By Madlib)

მოუსმინეთ: ლოჯიქმა და მედლიბმა კომპოზიცია Mars Only Pt. 3 გაავრცელეს

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, მიმდინარე წელს სცენას დაუბრუნდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული