Thumbnail

პერის ჯექსონი: თვითმკვლელობა არაერთხელ ვცადე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მომღერალმა, პერისმა გადაცემაში Red Table Talk უილოუ სმიტთან სტუმრობისას გაამხილა, რომ წარსულში არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, ბოლოს 2013 წელს. პერისის თქმით, ახლა ის მადლიერია, რომ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

პერის ჯექსონი: პარანოია მაქვს პაპარაცების გამო, რომლებიც მამაჩემს დაჰყვებოდნენ

მაიკლ ჯექსონის შვილი იხსენებს, როგორი იყო მისი ცხოვრება ბავშვობაში

"ბევრი ადამიანი ნანობს იმას, რომ თვითმკვლელობა სცადა. მეც არაერთხელ მიცდია, როდესაც საშინლად გაღიზიანებული ვყოფილვარ, თუმცა, არ გამომივიდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მადლიერი ვარ, რომ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა. თავის მოკვლა მაშინ მსურდა, როდესაც საკუთარ თავს არ ვიცნობდი. ვიყავი თინეიჯერი გოგო, რომელიც გახლდათ მუდმივი წნეხის ქვეშ. ინტერნეტ ბულინგიც მოქმედებდა. ეს ძალიან რთული იყო. დეპრესიას ვერ ვუმკლავდებოდი. თვითმკვლელობის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ესე იგი ამის დრო ახლა არ იყო და, უბრალოდ, დავლოდებოდი, როდის გარდავიცვლებოდი. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე პოზიტიური და ბედნიერი რაღაცები და მივხვდი, რომ ცხოვრება ღირდა. სწორედ მაშინ პირველად შევიყვარე საკუთარი თავი. ეს ძალიან სენტიმენტალური მომენტი იყო. დიდი დრო დამჭირდა ამის მისაღწევად", - ამბობს პერისი.

Paris Jackson x Willow Smith One-on-One

Paris Jackson, daughter of the legendary Michael Jackson, opens up in a rare in-depth conversation with longtime friend Willow about their shared struggles with mental health, sexuality, betrayal and self-harm. Plus, Paris gives an exclusive performance of her brand new song “Freckles.”

Posted by Red Table Talk on Sunday, June 13, 2021

 

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2020 წლის 13 ნოემბერს პერისმა სადებიუტო ალბომი Wilted გამოუშვა. გოგონა გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული