Thumbnail

ნახეთ: Busta Rhymes კლიპში Deep Thought

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევორ სმიტ უმცროსი, ფსევდონიმით Busta Rhymes, მსმენელს კომპოზიციაზე Deep Thought გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკი სახელოვანი ემსის ბოლო ალბომში Extinction Level Event 2: The Wrath Of God შედის, რომელიც მან რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა.

ბასთა რაიმსი იხსენებს, რატომ შეასრულა მისამღერი ტრეკში I Know What You Want

ნახეთ: ბასთა რაიმსისა და მერაია ქერის ჰიტის I KNOW WHAT YOU WANT გაგრძელება

ნახეთ: Phife Dawg-ის კლიპი Nutshell Pt. 2 ბასთა რაიმსისა და რედმენის მონაწილეობით

ბასთა რაიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 1989 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ლეგენდარული წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ გაერთიანებიდან Leaders Of The New School გაიცნო. ჯგუფმა სულ ორი ალბომი გამოუშვა, თითოეულმა მათგანმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. ბრუკლინელი ემსის სოლო დისკოგრაფიაში 10 ალბომი, 3 კომპილაციური ალბომი და 7 მიქსტეიპი ერთიანდება. ციფრულმა პლატფორმამ About.com და გავლენიანმა გამოცემამ The Source ტრევორი ყველა დროის 50 რეპერს შორის დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული