Thumbnail

ნოელ გალაჰერი საუბრობს, რატომ არ უყვარს ხალხს U2-ს ფრონტმენი ბონო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა რადიოსადგურ Absolute Radio-სთან ინტერვიუში აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოსწონს ზოგს ირლანდიური როკ ჯგუფი U2. ნოელის თქმით, ამის მიზეზი კოლექტივის ფრონტმენი ბონოა.

ნოელ გალაჰერი: თუ 100 მილიონს გადამიხდიან, Oasis-ს აღვადგენ

"იმედგაცრუებული ვრჩები, როდესაც ვინმე მეუბნება, რომ ჯგუფი U2 არ მოსწონს. ვუხსნი, რომ სინამდვილეში ბენდის ფრონტმენი ბონო არ უყვართ და კოლექტივის შემოქმედებიდან ვერ დამისახელებენ ერთ ნოტსაც კი, რომლითაც უკმაყოფილოები არიან. თავად ბონოსაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით, რომ ადამიანებს არ მოსწონთ გულკეთილი და ფილანთროპი ხალხი. ამის გამო იწუნებენ ბონოს და პირიქით, ჩემზე გიჟდებიან, რადგან ცუდი ტიპი ვარ", - ამბობს ნოელი.

ნახეთ: ნოელ გალაჰერმა Oasis-ის ჰიტი Don’t Look Back In Anger შეასრულა

ცნობილია, რომ ბონო და ნოელი ახლო მეგობრები არიან. 2019 წელს ნოელმა ასევე Absolute Radio-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბონო მისთვის იმდენად ახლობელი ადამიანია, რომ ოდესმე გვამის გადამალვა რომ დასჭირდეს, ამ საქმეში დასახმარებლად სწორედ ბონოს მიმართავს.

ნოელ გალაჰერმა ძმასთან, ლიამთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ, ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა. ერთი წლის შემდეგ ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა რიგით მესამე ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული