Thumbnail

Garbage-ს შირლი მენსონი: ბილი აილიშისთვის მადლობა გვაქვს სათქმელი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკული ალტერნატიული როკ ბენდის, Garbage-ის ვოკალისტმა, შირლი მენსონმა გამოცემა NME-სთან ინტერვიუში თანამედროვე მუსიკაში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოპულარული მომღერალი ბილი აილიში თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ისეთი ქალი მუსიკოსებისადმი საზოგადოების ინტერესის დაბრუნების კუთხით, რომლებიც ბოლო პერიოდში ფართო მასებისთვის არასაინტერესონი იყვნენ.

"ახალი ალტერნატიული მუსიკის ტალღისთვის ახლა ძალიან კარგი პერიოდია. დიდი ხნის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ მეამბოხე გოგონები ითრგუნებოდნენ. მათ გასაქანს არ აძლევდნენ და ყურადღების მიღმა ტოვებდნენ. ვფიქრობ, ბილი აილიშისთვის მადლობა გვაქვს სათქმელი იმისთვის, რომ უეცრად კვლავ დააბრუნა დაინტერესება იმ სევდიანი, იდუმალი გოგონების მიმართ, რომელბიც პოპ კულტურაში დინების საპირისპიროდ მოძრაობენ. ეს მაბედნიერებს, რადგან სწორედ ასეთი მუსიკა მიყვარს", - ამბობს მენსონი.

მუსიკოსმა ალტერნატიული მუსიკოსებიდან ასევე გამოარჩია ისეთი ქალი შემსრულებლები, როგორებიც არიან: არლო პარკსი, ჯენი ბეთი, Little Simz და Billy Nomates.

ნახეთ: Garbage - Wolves

ალტერნატიული როკ ჯგუფი Garbage 1993 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ბენდისვე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გამოუშვეს, რომელმაც ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. მოღვაწეობის განმავლობაში კოლექტივმა 17 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბოლო ალბომი Strange Little Birds ჯგუფმა 2016 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული