Thumbnail

ცნობილი ლეიბლის Atlantic Records იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Lane Switcha გამოქვეყნდა. კოლაბორაციულ ჩანაწერში ჰიპ ჰოპ არტისტები; ვეტერანი მემფისელები, ჯუისი ჯეი, ფროჯექთ ფეთი, ნიუ იორკელი ეისეფ როქი, ლონდონელი გრაიმ შემსრულებელი, სქეფთა და 2020 წელს გარდაცვლილი ფოფ სმოუქი მონაწილეობენ. ნამუშევარი ფილმების სერიის Fast And The Furious მეცხრე ნაწილის ერთ-ერთი საუნდტრეკია.

მოუსმინეთ: Don Toliver, Lil Durk & Latto - Fast Lane

ნახეთ: Ty Dolla Sign, Jack Harlow & 24kGoldn - I Won

ფილმის F9: The Fast Saga პრემიერა აშშ-ში 25 ივნისს შედგება. მასში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი და ჯორდანა ბრიუსტერი შეასრულებენ. რეჟისორი კი ჯასტინ ლინი გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული