Thumbnail

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, კამასი ვაშინგტონმა ახალი კომპოზიცია Sun Kissed Child გაავრცელა. სინგლი კომპანია ESPN-ის გამოცემის The Undefeated კომპილაციურ ალბომში Black History Always - Music For The Movement Vol. 3 იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Cordae x Common - What’s Life

საქსოფონისტმა კამასი ვაშინგტონმა მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ლორინ ჰილი, ნასი, სნუპ დოგი, ქენდრიქ ლამარი და სხვები. ამ დრომდე მას 4 სოლო ალბომი აქვს გამოცემული. 2020 წლიდან კამასი სუპერჯგუფის Dinner Party წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული