Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიცია My Future შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა კომპანია Amazon-ის პროექტში Prime Day Show კომპოზიცია My Future შეასრულა. ბილის აკომპანემენტს თავისი ძმა, ფინიასი უწევდა.

ბილი აილიში: ხალხმა ჩემ შესახებ არაფერი იცის

ნახეთ: ბილი აილიში Rolling Stone-ის ახალ ფოტოსესიაში

ნახეთ: ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ბილი აილიში პოპულარობამდე მღერის და უკრავს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული