Thumbnail

მოუსმინეთ: გუჩი მეინი ალბომს Ice Daddy ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე თრეფის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, გაყიდვაში ახალი ალბომი Ice Daddy ჩაუშვა. ვეტერანი ატლანტელის რიგით მე-15 სტუდიური ნამუშევარი 17 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერის ფარგლებში გუჩიმ ითანამშრომლა კოლეგებთან: Pooh Shiesty, BIG30, Lil Baby, Lil Uzi Vert, 2 Chainz, Young Dolph, E-40, Project Pat, Peewee Longway და სხვა.

ნახეთ: Gucci Mane - Poppin

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული