Thumbnail

მოუსმინეთ: გოლდლინკმა ახალი ალბომი HARAM! გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გრემის ნომინანტმა ვაშინგტონელმა მუსიკოსმა, დიანთონი კარლოსმა, ფსევდონიმით GoldLink, გაყიდვაში ახალი ალბომი HARAM! ჩაუშვა, რომელიც 15 კომპოზიციას მოიცავს. სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტმა ითანამშრომლა კოლეგებთან: NLE Choppa, Flo Milli, Rich The Kid, Pressa, Dan Diggerz, Fire!, LukeyWorld, Santigold, Jesse Boykins III, Bibi Bourelly და სხვა.

ნახეთ: GoldLink და Tyler, The Creator კლიპს U Say ავრცელებენ

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2019 წლის ივნისში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Diaspora გამოაქვეყნა. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული