Thumbnail

ნახეთ: სერჟ ტანკიანმა 24-წუთიანი სოლო კომპოზიცია Disarming Time გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი სომხურ-ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის ფრონტმენმა, სერჟ ტანკიანმა ახალი, 24-წუთიანი კლასიკური სოლო კომპოზიცია Disarming Time: A Modern Piano Concerto და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი და ვიდეორგოლის ავტორი სერჟი თავად გახლავთ. ნამუშევარი მის მომავალ EP-ში სახელწოდებით Cool Gardens Poetry Suite იქნება წარმოდგენილი, რომელიც 9 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: სერჟ ტანკიანი სოლო სიმღერის How Many Times? კლიპს ავრცელებს

მოუსმინეთ: სერჟ ტანკიანმა სოლო ნამუშევარი Elasticity გაავრცელა

სერჟ ტანკიანი: ჯონ დოლმაიანი მიყვარს, თუმცა მის პოლიტიკურ ხედვებს პატივს არ ვცემ

სერჟ ტანკიანმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ System of a Down-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდთან ერთად არტისტმა 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა და გრემის ჯილდოს მოგებაც მოახერხა. მას 4 სოლო ალბომი და სამი EP აქვს გამოცემული. ტანკიანმა საკუთარი ლეიბლი Serjical Strike Records-იც დააარსა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული