Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ელადო ნეგრომ ახალი კომპოზიცია Gemini and Leo და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Far In შევა, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა.

ელადო ნეგრომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა It's My Brown Skin და Invisible Heartbeat მოუტანა. არტისტს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული